Friday, May 23, 2008



იქნებ მოხვიდე?!ჰო,ჩემთან მოხვიდე,ნუთუ ვერ ხვდები როგორ მენატრები?მენატრება შენი სიცილი,ტირილი...ჩემს უღიმღამო ცხოვრებას შენი ხალისიანი ხმა აკლია,შენი ლამაზი თითები აკლია ჩემს უხეშ თმებს,შენი ლამაზი მიხვრა-მოხვრა აკლია,შენი გაბრაზება,შენი მზერა,შენი გაბუტვა,შენი სიცივე აკლია-მოჩვენებითი სიცივე,თუმცა ყველამ იცის რამხელა სითბოა ამ სიცივეში,შენი გაბუტული ტუჩების დანახვა მენატრება,ცრემლებით სავსე თვალებიც მენატრება,დარდიანი მზერა,ამაყი ხასიათი.....ყველაფერი მენატრება რაც შენს თავს მაგონებს...განა აღარ დავდივარ?!-როგორ არა!!!დავდივარ ისევ,ისევ ვსვამ შენს საყვარელ ფანტანთან წყალს,მერე იქვე სკამზეც ჩამოვჯდები და გამვლელ-გამომვლელს ვათვალიერებ,ვცდილობ ის დავინახო რასაც შენ ხედავდი ხოლმე,მერე ყველაფერზე კომენტარის გაკეთება მინდება,ზუსტად ისე როგორც შენ აკეთებდი ამას,მაგრამ არაფერი გამომდის....სიცილიც კი არ გამომდის,მარტო მე კი არა არავის გამოსდის ეს....ყველა ადამიანის სიცილზე შენი მხიარული ხმა მახსენდება,მინდა რომ ვინმემ მაინც გაიცინოს ასე,მაგრამ ვერაფრით აღმოვაჩინე ასეთი ადამიანი,სრულებით არავინ გგავს.....
მინდა ვინმეს მაინც ვუპოვნო ისეთი თვალები,ისეთი მზერა,როგორიც შენსას ცოტათი მაინც მიემსგავსება....
მინდა ვიპოვნო ადამიანი ,რომლის ხელები ცოტათი მაინც დაემსგავსება შენს თლილ თითებს და ისევე შეეხება ჩემს თმებს ,როგორც შენ...
მინდა ვიპოვნო ადამიანი,რომელიც ისე გამიბრაზდება,როგორც შენ იცოდი,მერე თვალები აუცრემლიანდება და უჩუმრად შებრუნდება უკან...
მინდა ვიპოვნო ადამიანი,რომელიც შენს თავს რამენაირად დამავიწყებს,ცოტათი მაინც შემიცვლის ხასიათსა და აზრებს...რომ ვიცოდე რომ ასეთი ადამიანი არსებობს მთელ დედამიწას შემოვივლიდი და უსასრულობიდანაც კი უკან მოვაბრუნებდი,გულში ჩავიკრავდი და სახეს დავუკოცნიდი...
ყველაზე ცუდი კი ის არის რომ მშვენივრად ვხვდები ასეთი ადამიანი არ არსებობს,შეუძლებელია არსებობდეს,სწორედ ამიტომ სულ ტყუილად ვეძებ,ვხვდები რომ ვერასოდეს ვერავინ შეგცვლის...ამ ფიქრებში კიდევ უფრო ძლიერდება ტკივილი,უფრო მენატრები და მტანჯავს ეს მონატრება,საოცრად მტანჯავს,ბოლოს მიღებს ......და აი უცებ საღი აზრიც გამოჩნდა,რატომ ვატარებ ცხოვრებას დარდში როცა შემიძლია ავდგე და შენთან მოვიდე??ჰო,ავდგე წამოვიდე მეც და მოგძებნო,იქნებ გიპოვნო კიდეც...მხოლოდ ერთადერთი რამ მაშფოთებს..რომ გიპოვნო ისევ ისეთი იქნები?ვინმემ ან რამემ ხომ არ შეგცვალა?ან ჩემი ადგილი ხომ არ დაიკავა სხვამ??უარსი სატანჯველი ხომ არ მელოდება მანდ,შენს გვერდზე?მაგრამ აბა აქ დარჩენას რა აზრი აქვს?არაფრად მიღირს ეს ყველაფერი,უაზრობაა ჩემი აქ ყოფნა,რომც ვერ გიპოვნო თავს იმით მაინც დავიიმედებ რომ გეძებ და ოდესმე მოგაგნებ.......
აჰა, ერთი.....მეორე...ჰმ...მესამეც,მეოთხე...არ მშველის...ხედავ შენ??არ მშველის!!!....მეხუთე,მეექვსე,მგონი მიშველა მოვდივარ სიხარულო....მეშვიდე.....

"გამთენიისას საბურთალოს სასაფლაოზე აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი,რომელსაც შვიდი ჭრილობა აქვს მიყენებული გულის არეში...ჯერ-ჯერობით გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.ექსპერტთა ვარაუდით ეს თვითმკვლელობაა,რადგან გარდაცვლილის სიახლოვეს აღმოჩენილი დანის ნაკვალევი ემთხვევა ნაჭრილობევს"-გადმოსცემდა საინფორმაციო გამოშვება....

No comments: