Friday, May 23, 2008

ჩუმი ნაფიქრალი...


გარშემო ყველგან ქაოსია....ხმაური...საშინელი ხმაური...არა ეს ხმაური განა ქუჩაშია,მხოლოდ ჩემს გულში,ასე მითხრეს ყური დაუგდეო და ვერ ვხვდები როგორ შეიძლება დავუგდო ყური ამ ბრაგაბრუგს,ჯარისკაცების რაზმს ჰგავს გულისძგერა...დამ-დუმ..დამ-დუმ...დამ-დუმ...ერთი,მეორე,მესამე,მეოთხე...აღარ მთავრდება სადღაც უსასრულობამდე მიდის ეს ყველაფერი,მეც მივყვები თან ,ვემორჩილები....თან ვფიქრობ ,ნეტავ სად უნდა მიმიყვანოს თქო...ალბათ უსასრულობაში ,უსასრულობა როგორია ნეტავ,ადრე სადღაც გავიგონე უსასრულობა ძალიან მტკივნეულიაო,ნეტავ იმაზე უფრო დიდი ტკივილია რასაც მე ვგრძნობ?!ხანდახან მგონია რომ ვეღარ გავუძლებ ამდენს,ერთხელაც ჩემი გულიც ვერ გაუძლებს ამ საშინელ და საზიზღარ ტკივილს და გასკდება,ღმერთო გევედრები ჩემს გულს გააძლებინე,მხოლოდ ერთხელ მინდა რომ დედაჩემი ვნახო და ჩემ მიწას შევეხო,მეტს არაფერს გთხოვ,მხოლოდ მანამდე გააძლებინე სანამ ცემს მხარესი ფრთებს გავშლი და გავინავარდებ,მერე თუ გსურს მაშინვე წამიყვანე და ეს ყველაფერი სიხარულს დააბრალე...მხოლოდ ერთს ვითხოვ იქამდე მაცოცხლე სანამ მის თვალებს არ დავინახავ,ცრემლიან თვალებს და მის ხმას არ გავიგონებ:”დედიკო როგორ მომნატრებიხარ,მოდი შვილო ...”მერე კი რომ იგრძნობა თითქოს რაღაცის თქმას ლამობს,მაგრამ ვერ იტყვის და ამ სათქმელს ცრემელები გამოხატავენ...მხოლოდ ერთხელ მინდა გულში ჩამიკრაას დედამ და მერე მიმაბაროს ჩემი ქვეყნის თბილ მიწას,მაშინ ასე ძალიან აღარ ვიდარდებ,მეცოდინება რომ დამტირებელი მაინც მყავს და უპატრონოების სასაფლაოზე არ დამაგდეს....უიჰ...უცებ როგორ გავცდი რეალობას,ისევ დავუბრუნდი გულისძგერას.. დამ-დუმ,დამ-დუმ, დამ-დუმ ... ისევ გამოჩნდნენ მკაცრად მოსიარულე ჯარისკაცები,რატომღაც თითქოს მათი სახეების დანახვაც შევძელი,არა ,არა,ისინი ჩემი ქვეყნის შვილები არ იყვნენ,არა და როგორ მსურდა ერთი ქართული სახე მაინც დამენახა,დავრბოდი მათ შორის და სათითაოდ ვათვალიერებდი მათ სახეებს,არ ჩანდა ქართველი არსად,ნეტავ რატომ ვეძებდი?!ალბატ მსურდა ჩემი გულისტკივილი გამენდო და მისთვის მაინც მეთხოვა ქვეყანაში დაბრუნება.... 1,2,3,4,5,6,10,30,80,120.....რიგები მიდიოდა,ნაცნობ სახეს კი ვერ ვხვედავი...121,122,123 აი ვხედავ მე მას ვხედავ,ის ჩემიანია,ჩემი გულისტკივილი გაიგო თითქოს,ხო აშკარად ჩემიანია,როგორ მიღმის თან,ეტყობა ტვითონაც მიხვდა რომ მისიანი ვიყავი,ალბათ თვითონაც მეძებდა...ჰო,მეძებდა და მიპოვნა,ალბათ ისიც ჩემსავით გახარებულია,ამიტომ მიღიმის,მეც ავდექი და გავყევი მათ რიგებს,ვიცოდი რომ ჩემს ქვეყანაში ჩამიყვანდა....არა,მანაც მომატყუა,მივდივართ სადღაც უსასრულობისკენ,იქით საითაც გულისძგერას მივყავდი,მატაც ის გზა აირჩიეს,არა,მე არ მინდა უსასრულობაში ხეტიალი,მე ჩემი ქვეყნის მიწისა და ბალახის სუნი მწყურია...ჰეი ,შენ ქართველო შენც მომატყუე?!თუ თვითონაც მოტყუებული ხარ?ეჰ...ალბათ შენც ჩემსავით მოგატყუეს,შენც ქვეყანაში დაბრუნება გინდოდა ხომ,დაწყნარდი,ახლა მთავარია მარტო აღარ ვართ,რაღაცას მოვიფიქრებთ და დავბრუნდებით...მაგრამ რა მოვიფიქროთ?საით მიმაქანებს ეს რაზმი,მე აღარ მინდა მათთან ყოფნა,ხო არ მინდა თქვენთან,არა!!!ნუთუ არ გესმით?!არა და ისეთი სახეები ჰქონდათ აშკარა იყო არ მისმენდნენ,მე კი განწირული ხმით ვყვიროდი,არავინ მიყურებდა,გზას განაგრძობდნენ და მეც იძულებული ვიყავი მათთან ერთად წავსულიყავი ”უსასრულობაში”....

-გადაღლილი სახით,ექიმი გამოვიდა,მისი სახით ყველაფერი იყო ნათქვამი,მაგრამ თარჯიმანმა მაინც განუმარტა მოსაცდელში მყოფ ხალხს რომ მათ ყველაფერი იღონეს ,ენერგია და ძალ-ღონე არ დაიშურეს.....ყველა დაღონდა ამ ამბით და არ იცოდნენ რა უნდა ეთქვათ,ვერავინ იღებდა საკუთარ თავზე დარეკვას ქალთან ,რომელმაც მეხუთე შვილიც,ბოლო იმედიც უცხო ქვეყანას შესწირა...მხოლოდ ერთმა უცხოელმა მოიფიქრა ეკითხა ექიმისთვის პაციენტის ბოლო სურვილი შესახებ,გადაღლილ ექიმს მხოლოდ ორი სიტყვა დაემახსოვრებინა მისი ნათქვამიდან:”საქართველო”, ”დედა”.... თუმცა ეს ორი სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ მისი ბოლო სურვილი გაეგოთ...მერე იყო ქაოსი,ხმაური,ტირილი,დამქანცველი მოგზაურობა და აი საქართველოც...მუხლებზე დამხობილი,გაცრეცილი,ფერწასული,ტირილისაგან ღონეგამოცლილი დედა,რომელიც შვილის საფლავზე ჩამუხლულიყო და თითო მუჭა მიწას აყრიდა შვილს,რომლის ადგილას ყოფნასაც მთელი გულითა და სულით ნატრობდა...

No comments: