Friday, May 23, 2008

უსიყვარულოდ....


ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა,
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი,
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე.
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომანები,
ეს მარტო მე კი არ მახვევია,
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება.
უმიზნო და ცივი,
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე,
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას.
როგორც არ უნდა მიყვარდეს მაინც მარტო ვარ,
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა,
მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა.
პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი,
ჩემი ოცნება უცხოეთის ნახვით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა.
არასოდეს მყოლია გვერდით ის ვინც მე მინდოდა, მაგრამ
ვიყავი ჩუმად,
ვთვლიდი, რომ ამ ცხოვრებაში არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა, სანამ ჩემით არ მივახწევდი რამეს,
გავიზარდე და დავპატარავდი,
საოცრად დავპატარავდი.
სიყვარულის ცრემლად ვიქეცი,
იმდენად დავპატარავდი.
მაგრამ ამ დაპატარავებულსაც არ მომეცა მშვიდად ყოფნის საშუალება,
ვოცნებობდი ლოყას შევშრობოდი,
არ ვყოფილიყავი იმის ფიქრში, თუ როდის მოიწმენდდა ცრემლს მომტირალი.
სანამ ცრემლად გადავიქცეოდი,ბევრი ტკივილი ავიტანე.
თავადაც ძალიან ბევრჯერ ვიტირე.
ყველაფერი ასე დაიწყო:
გავჩდნი,
თვალებზე მეტყობოდა, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდა,
მუცლიდან ელვისებური სისწრაფით გამოვედი.
ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ღმერთმა რაღაც განსაკუთრებულისთვის გამაჩინა,
ხო და გავუჩენივარ განსაკუთრებულისთვის,
სიყვარულზე განსაკუთრებული არაფერი არ არსებობს.
მორიდებული არასოდეს ვყოფილვარ,
ამიტომ ამიტომ ყოველთვის ყველაფერი მქონდა,
ვიყავი ჩუმი და ასე გადიოდა დრო....ყველაფერი მქონდა ერთის გრად და ამიტომ ვიყავი
მომტირალი.
ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ შემხვდა გზაზე,
ჩემს თვალებზე შეყვარებულმა ერთმა ადამიანმა სასიკვდილოდაც კი გამიმეტა,
რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი საკმაოდ ცუდად დაიხურა.
იქ რაც მოხდა გარკვეულწილად მე საკუთარ თავს დავაბრალე და იგივეს განმეორების უფლებას არ ვაძლევდი.
ცოტა დრო რომ გვიდა მივხვდი ცხოვრება უნდა გამეგრძლებინა რადგან ჯერ ბავშვი ვიყავი,
ადრე გავიზარდე,
ჩემ თავში ჩავიკეტე და კარს არავის ვუღებდი.
მახსოვს იმ პერიოდში ძალიან შევიცვალე,
ხშირად ვტიროდი,
იშვიათად ვჭამდი,
ასე დაიწყო ჩემი უცნაური ცხოვრება.
მოგვიანებით, როდესაც წიგნები წავიკითხე და შევეცადე გავრკვეულიყავი რა მჭირდა ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი.
დაავადებას უსიყვარულობა ვუწოდე,
ჩემთვის ჩანაწერების კეთება დავიწყე,
ვწერდი-ვხევდი, ვწერდი-ვხევდი.
ბოლოს, როდესაც ვეღარაფერს ვაკეთებდი დავრწმუნდი, რომ არავინ მყავდა გულის არეში.
რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, ჩემგან სიყვარული უფრო შორს მიდიოდა
მთავარი ის არის, რომ ვიზრდებოდი და ვპატარავდებოდი.
კიდევ გადიოდა დრო,
ვისწავლე ყველაფრის პატიება,
ვისწავლე ადამიანის შეცვლა,
ვისწავლე თუ როგორ უნდა იცხოვრო სწორად.
მაგრამ ვერაფრით ვსწავლობდი სიყვარულს,ამდენ კარგ ადამიანს ვუყვარდი,მე კი ვერაფრით სევძელი იგივე გრძნობით მეპასუხა...თავს დამნაშავედ ვგრძნობდი...
მინდოდა ქვეყანა სიყვარულით ამევსო.
ვხვდებოდი რომ ვბერდებოდი და სერიოზულ სიყვარულს ერ ვპოულობდი...
დაბერებაზეც თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ არც ისეთი დასაკვეხნი სიბერე მექნებოდა.
მე კი ნამდვილად არ მსურდა სიბერე სადაც ყოველთვის ელოდები როდის დაღამდება, რომ გათენდეს და
როდის გათენდება, რომ ისევ დაღამდეს, როდესაც მზის დანახვაც კი აღარ განიჭებს სიამოვნებას, არა მე სიბერე არ მინდოდა.
ჩემი აზროვნებით დავიწყე ბრძოლა, რომ რაღაც შემეცვალა ცხოვრებაში,
ვეცადე რომ სხვებისთვის მაინც მეჩუქებინა საუკეთესო დღეები,ვსეირნობდით,ვმხიარულობდით,მაგრამ არ შემეძო...ვხვდებოდი რომ არ შემეძლო..
თითოეული ადამიანის ტკივილს განვიცდიდი,
გული ჩამწყდა, იმის გამო, რომ მე არ შემეძლო მყვარებოდა თითოელი მათგანი ისე როგორც მათ ვუყვარდი..., მაგრამ
გამიხარდა ის, რომ მან სიყვარული იცოდა....

No comments: