Friday, May 23, 2008

საათი!

საათი!რა ღრმა და მრავლისმეტყველი ნივთია.რამდენის თქმა შეეძლებოდა ენა რომ ჰქონდეს?!რამხელა როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში.ისინი განსაძღვრავენ ყველა წუთს,წამს...მათზეა დამოკიდებული ხშირად ჩვენი ბედნიერება,უბედურება...ნეტავ,საათები თუ ფიქრობენ?ალბათ ძალიან ბევრს ფიქრობენ,ჩემი საათი ჩემზე იფიქრებს,სხვისი-სხვაზე...ჩემი საათი საკმაოდ მოხუცებულია,ჯოხით,წელშიმოხრილი დაიარება,რამდენჯერმე გაანერვიულეს და ავადაც გახდა,სახეზე სიბერის ნაოჭები გასჩენია,ორი შვილი ჰყავს ჩემს საათს ერთი-დიდი,მეორე-უფრო პატარაა.სულ მგონია რომ დიდი ჩაგრავს პატარას,თან დიდი ცოტა აბეზარა და ზარმაცია,პატარა სწრაფად მოძრაობს,არ უყვარს ძილი,დიდი ჩემნაირად ძილისგუდაა,,თითქოს ყოველ საათზე გვეუბნება დავიღალეო,რამ დაღალა ნეტავ?!წუთებს რომ გვითვლის იმან?!ერთხელ მახსოვს დიდმა და პატარამ იჩხუბეს და მამა გააბრაზეს,საწყალი ისე ცუდად გახდა,ყველანი ერთდროულად გაინაბნენ და მე კიდევ დროის შეგრძნებას მაკარგვინებდნენ....გადავწყვიტე ექიმი მომეყვანა მათთვის რომ გამოჯანმრთელებულიყვნენ..საბედნიეროდ, ექიმმა სულზე მოუსწრო ა ყველა გადაარჩინა...მერე ისევ გააგრძელეს თავიანთი საქმე...ერთი-ორი,ერთი-ორი,ერთი-ორი....მითვლიან სიცოცხლის წუთებს,იმახსოვრებენ ჩემს საიდუმლოებს,თვალებში შემომცქერიან და უნდათ რომ რჩევა მომცენ,მაგრამ სულ ტყუილად,ვერაფერს ამობბენ,ამიტომ ისევ საკუთარ საქმეს აგრძელებენ...ერთი-ორი,ერთი-ერო,ერთი-ორი...დილას ხმაურით მაღვიძებენ,თითქოს მეუბნებიან დრო გადის რა დროს ძილიაო..ხადნახან ვუბრაზდები ხოლმე მეც,აღარ მსურს მათი ხმის გაგონება,არ მსიამოვნებს ეს ხმა,ამ დროს ხომ ისინი თითოეულ საათს მიაგორებენ საფლავისკენ..ჯერ ერთს,მერე-მეორეს,მესამეს,მეოთხეს...თორმეტზე კი ყველას გაიხსენებენ და საბოლოოდ ემშვიდობებიან,ივიწყებენ.მერე ისევ ტავიდან იწყება ყველაფერი,ისევ თითოეულ საათს უწყობენ სასაკლაოს,ვევედრები ხოლმს ცოტა ხნით მაინც აცოცხლეთ თქო,პასუხი კი მუდამ უარყოფითია..ასე მეუბნებიან დრო რომ გავაჩეროთ ჩვენ კი არა ყველა დაიღუპებაო..დრო ყველაფის მომსწრე იყო არის და იქნება შენ ამას ვერ შეცვლიო...მერე დადუმდებიან და კიდევ ერთი სათი მიდის სიცოცხლის დასასრულებლად უსასრულობის სასაკლაოზე..
ეჰ...მართლაც დრო ყველაფრის მომსწრეა..საათი კი ზუსტად იმ დროის მზომელია,რომელიც ყველაფერს შეესწრო და თავისი თვალით ნახა..დღე და ღამე არ ისვენებენ,ბედნიერებასა და უბედრურებაში მათ შევყურებთ თვალებში,მართლაც "მრავალი დროის მოწამენი არიან" ,მაგრამ არაფრისმთქმელები,ისიც მიფიქრია ალბათ ვინმემ დასაჯა და ასე ყოფნა მიუსაჯა თქო,ყველას გვისმენენ,ყველას საიდუმლო იციან,ჩვენს დარდს იზიარებენ,ხან ტკივილს გვაყენებენ,თუმცა ვერც საყვედურს გვეუბნებიან ვერასოდეს და ვერც ჭკუას გვარიგებენ...თავისთვის მარტოობაში ატარებენ სიცოცხლეს და ჩვენც გვითვლიან სიცოცხლის წუთებს...


იქნებ მოხვიდე?!ჰო,ჩემთან მოხვიდე,ნუთუ ვერ ხვდები როგორ მენატრები?მენატრება შენი სიცილი,ტირილი...ჩემს უღიმღამო ცხოვრებას შენი ხალისიანი ხმა აკლია,შენი ლამაზი თითები აკლია ჩემს უხეშ თმებს,შენი ლამაზი მიხვრა-მოხვრა აკლია,შენი გაბრაზება,შენი მზერა,შენი გაბუტვა,შენი სიცივე აკლია-მოჩვენებითი სიცივე,თუმცა ყველამ იცის რამხელა სითბოა ამ სიცივეში,შენი გაბუტული ტუჩების დანახვა მენატრება,ცრემლებით სავსე თვალებიც მენატრება,დარდიანი მზერა,ამაყი ხასიათი.....ყველაფერი მენატრება რაც შენს თავს მაგონებს...განა აღარ დავდივარ?!-როგორ არა!!!დავდივარ ისევ,ისევ ვსვამ შენს საყვარელ ფანტანთან წყალს,მერე იქვე სკამზეც ჩამოვჯდები და გამვლელ-გამომვლელს ვათვალიერებ,ვცდილობ ის დავინახო რასაც შენ ხედავდი ხოლმე,მერე ყველაფერზე კომენტარის გაკეთება მინდება,ზუსტად ისე როგორც შენ აკეთებდი ამას,მაგრამ არაფერი გამომდის....სიცილიც კი არ გამომდის,მარტო მე კი არა არავის გამოსდის ეს....ყველა ადამიანის სიცილზე შენი მხიარული ხმა მახსენდება,მინდა რომ ვინმემ მაინც გაიცინოს ასე,მაგრამ ვერაფრით აღმოვაჩინე ასეთი ადამიანი,სრულებით არავინ გგავს.....
მინდა ვინმეს მაინც ვუპოვნო ისეთი თვალები,ისეთი მზერა,როგორიც შენსას ცოტათი მაინც მიემსგავსება....
მინდა ვიპოვნო ადამიანი ,რომლის ხელები ცოტათი მაინც დაემსგავსება შენს თლილ თითებს და ისევე შეეხება ჩემს თმებს ,როგორც შენ...
მინდა ვიპოვნო ადამიანი,რომელიც ისე გამიბრაზდება,როგორც შენ იცოდი,მერე თვალები აუცრემლიანდება და უჩუმრად შებრუნდება უკან...
მინდა ვიპოვნო ადამიანი,რომელიც შენს თავს რამენაირად დამავიწყებს,ცოტათი მაინც შემიცვლის ხასიათსა და აზრებს...რომ ვიცოდე რომ ასეთი ადამიანი არსებობს მთელ დედამიწას შემოვივლიდი და უსასრულობიდანაც კი უკან მოვაბრუნებდი,გულში ჩავიკრავდი და სახეს დავუკოცნიდი...
ყველაზე ცუდი კი ის არის რომ მშვენივრად ვხვდები ასეთი ადამიანი არ არსებობს,შეუძლებელია არსებობდეს,სწორედ ამიტომ სულ ტყუილად ვეძებ,ვხვდები რომ ვერასოდეს ვერავინ შეგცვლის...ამ ფიქრებში კიდევ უფრო ძლიერდება ტკივილი,უფრო მენატრები და მტანჯავს ეს მონატრება,საოცრად მტანჯავს,ბოლოს მიღებს ......და აი უცებ საღი აზრიც გამოჩნდა,რატომ ვატარებ ცხოვრებას დარდში როცა შემიძლია ავდგე და შენთან მოვიდე??ჰო,ავდგე წამოვიდე მეც და მოგძებნო,იქნებ გიპოვნო კიდეც...მხოლოდ ერთადერთი რამ მაშფოთებს..რომ გიპოვნო ისევ ისეთი იქნები?ვინმემ ან რამემ ხომ არ შეგცვალა?ან ჩემი ადგილი ხომ არ დაიკავა სხვამ??უარსი სატანჯველი ხომ არ მელოდება მანდ,შენს გვერდზე?მაგრამ აბა აქ დარჩენას რა აზრი აქვს?არაფრად მიღირს ეს ყველაფერი,უაზრობაა ჩემი აქ ყოფნა,რომც ვერ გიპოვნო თავს იმით მაინც დავიიმედებ რომ გეძებ და ოდესმე მოგაგნებ.......
აჰა, ერთი.....მეორე...ჰმ...მესამეც,მეოთხე...არ მშველის...ხედავ შენ??არ მშველის!!!....მეხუთე,მეექვსე,მგონი მიშველა მოვდივარ სიხარულო....მეშვიდე.....

"გამთენიისას საბურთალოს სასაფლაოზე აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი,რომელსაც შვიდი ჭრილობა აქვს მიყენებული გულის არეში...ჯერ-ჯერობით გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.ექსპერტთა ვარაუდით ეს თვითმკვლელობაა,რადგან გარდაცვლილის სიახლოვეს აღმოჩენილი დანის ნაკვალევი ემთხვევა ნაჭრილობევს"-გადმოსცემდა საინფორმაციო გამოშვება....

ქართული მიწა...


მე მიყვარს ჩემი ქვეყანა,მე მიყვარს ჩემი ხალხი,მე მიყვარს ჩემი ძმები,დები,დედა,მამა....გული სიხარულით მიძგერდა,სული და სხეული რაღაც უცნაურ ძალას გრძნობდა,თითქოს მჩხვლეტდა რაღაც ,მაგრამ მტკივნეული კი არ იყო...არა,მტკივნეული იყო ,მაგრამ სასიამოვნოდ მტკიოდა....გული მიძგერდა და მინდოდა ყური დამეგდო მისთვის...თითქოს ვგრძნობდი კედლებს როგორ ეხეთქებოდა პატარა გული,ყველა ჩემ დარდსა და ტკივილს ისიც განიცდიდა,ეტყობა მასაც ჩემსავით ერთი სული ჰქონდა დაბრუნებულიყო..

შვიდი საათი მრჩებოდა,შვიდი სატანჯველი საათი,ყოველი წუთი დამატებითი დარდი იყო,დამატებითი ფიქრი,დამატებითი სურვილი ქვეყანაში დაბრუნებისა....ვფიქრობდი ნეტავ როგორ დამხვდებოდა ჩემი ქვეყანა,ისევ ისეთი ლამაზია თუ არა ქუჩები,ისევ ისეთი თბილია თუ არა ხალხი,ისევ ისე გიღიმის თუ არა გამვლელ-გამომვლელი?!მაინტერესებდა ყველაფერი,სრულიად მოწყვეტილი ვიყავი იმ გარემოს და ფიქრითა და გულით უკვე საქართველოში დავბრუნებულიყავი....უკვე წარმოდგენილი მქონდა როგორ ჩამოვიდოდი თვითმფრინავიდან და ჩემი ქვეყნის ბალახის,მიწის სუნს შევიგრძნობდი,მერე ალბათ ვერ მოვითმენდი და ყველას ჩავეხუტებოდი,განურჩევლად ყველას,მიუხედავად იმისა რომ იქ მე არავინ მელოდა...იმასაც ვფიქრობდი ცრემლები უნდა შევიკავო თქო,რომ დამიხანავენ იფიქრებენ სულ გადარეულკა ამხელა კაციო...ჰმ... მეც ავდგები და ვუპასუხებ,ჰო,შვილებო გადავირიე,გადავირიე,მე ჩემი ქვეყნის სიყვარულმა გადამრია და ჭკუიდან გადამიყვანა... ხანდახან ისიც მიფიქრია ნეტავ რისთვის მივდივარ თქო?!ვინ მელოდება?-არავინ! ვინ მიცნობს?-არავინ!სახლი ხომ არ მაქვს დედმამისეული?!-არა,მე არაფერი მაქვს ,საქართველოსთან არაერი მაკავშირებს სრულიად არაფერი,გრარდა იმისა რომ ჩემი გული მაქვს მისთვის ნაჩუქარი...ახლა ის პერიოდი გამახსენდა,მძიმე დრო,4-5წლის ვინქბეოდი ალბათ მაშინ,ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი ცხოვების შესახებ,რას წარმოვიდგენდი რომ წავიდოდი და აღარ დავბრუნდებოდი,ჩემ მიწას ვერ ვიგრძნობდი...მაგრამ ასე მოხდა,7წლის უკვე კარგად ცამოყალიბებული ფრანგი ბავშვი ვიყავი,რომელიც ტელევიზიით იგებდა საკუთარი ქვეყნის ამბებს,ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულმა გამოწყობილი მამაჩემი დავინახე,ტირილი დავიწყე არ მინდოდა გამეშვა...მამამ მუხლზე დამისვა და მითხრა:"მე ახლა ქვეყანას ვჭირდები შვილო, იცოდე ქვეყანამ როცა არ უნდა დაგიძახოს მუდამ მზად იყავი წასასვლელად,შენ იმ მიწიდან ხარ,მას ეკუთვნი,მისი ნაწილები ვართ ყველა,მისი მიწიდან შექმნილნი,ამიტომ ყველას მასვე უნდა მივებაროთ...მივდივარ რომ მისივე ნაჩუქარი სიცოცხლე უკან დავუბრუნო და შევწირო..ეს ჩემი როგორ საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის ვალია,მოვა დრო და შენც ასე მოიქცევი...."-ეს ბოლო სიტყვები იყო რაც მამაჩემისგან მახსოვს...დედაჩემმა რამდენჯერმე ითხოვა ინფორმაცია მამაჩემის შესახებ,მაგრამ უშედეგოდ...ბოლოს თვითონ მივხვდით რაც ხდებოდა...10წლის ვიყავი და მივხვდი რომ სამაგიეროს გადახდა მსურდა,ქვეყანა რომელშიც ვცხოვრობდი ემტერებოდა ჩემს სამშობლოს,თითქოს მათ ჯინაზე გადავწყვიტე ქართული აღმედგინა და ასეც მოვიქეცი,ისე დავაყენე საქმე რომ ოჯახში ყველა ქართულად საუბრობდა...მერე ოჯახი,შვილები,შვილები...ყველას ვასწავლე ქართული,ყველა გზაზე დავაყენე,მეურლე და დედა მიწას მივაბარე...რაღა დამრჩენოდა?!მხოლოდ ერთადერთი -მეც მივბარებოდი მიწას,ოღონდ ეს მიწა სხვა ქვეყნის არ უნდა ყოფილიყო,მხლოდ ჩემი ქვეყნის ,მხოლოდ საქართველოსი.....

და აი სულ რაღაც შვიდი საათი მრჩებოდა სანუკვარი ოცნების ასრულებისთვის,ასე მგონია რომ იაიდან ვიღაც მეძახის,იქნებ მეძახის კიდეც?სისხლი მეძახის,ყველა ადამიანი მეძახის ,რომელიც ქართულად საუბრობს და ამ მიწაზე დგამს ფეხს...მენატრები ჩემო ლამაზო ქვეყანავ,მე შენთან მოვალ,მალე მოვალ...სულ ცოტა დრო მჭირდება,ძალიან ცოტა...მე მოვალ შენთან დავიჩოქებ და გეტყვი როგორ მიყვარხარ,მივესალმები მამაჩემს და ვეტყვი რომ მართალი ყოფილა,ყველაზე ტკბილი და ყველაზე კარგი შენს მიწაზე სიკვდილი ყოფილა....მხოლოდ ახლა მესმის მამაჩემის რატომ მიდიოდა სიხარულით და არა დარდით,უკანმოუხედავად...მეც ასე წავალ არავიზე და არაფერზე დამწყდება გული,წავალ და აქეთ აღარ გამოვიხედავ,იმ თბილ ხალხათან გავატარებ ცხოვრებას,ვინც ასე ძალიან მენატრებოდა....ბედნიერებაა,მართლაც ბედნიერება....წუთებს ვითვლი უკვე,წამებს....

და აი დგება დრო როცა საბოლოოდ უდნა დავუქნიო ხელი ამ განადგურებულ ქვეყანასა და ხალხს,უსულო ხალხს,რომლებსაც სახეზე არაფერი აწერით,არ გიღიმიან,არ გამოხატავენ,არ უხარიათ,არ ტირიან...ზიზღის გრძნობა მიჩნდება მათ მიმართ,ვერ ვიტან ამ ხალხს,აქ თავი მეც მასეთი მგონია...დროზე უნდა წავიდე,მოვშორდე აქაურობას....ძალიან სწრაფად...და ასეც ვიქცევი...მივდივარ....მივდვაარრრრრ მინდა ვიყვირო რომ მივდივარ,მივდივარ,მე ჩემს ქვეყანაში მივდივარ,იქ საიდანაც აღარასოდეს დავბრუნდები,არც გავიხსენებ ამ დროს და არც გამოვიხედავ აქეთ...ვაიმე გული,ვაიმე რა მჭირს ,არა შეუძლებელია ოღონდ ახლა არა,ოღონდ ახლა არა,გევედრები უფალო მხოლოდ რამდენიმე საათი მჭირდება და იქ იქ სიამოვნებით წამოვალ შენთან ოღონდ ახლა არა,მინდოდა ვინმესთვის მეთქვა რომ ცუდად ვარ,მაგრამ..........აღმოჩნდა რომ 6ენის მცოდნემ ახლა მხოლდო ერთი ენა ვიცოდი-მხოლოდ მშობლიური,მხოლოდ მშობლიური...ქართულად ვითხოვდი შველას,ყველა გაოცებული მიყურებდა,ვერავინ ხვდებოდა რას ვითხოვდი,ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა ,ვისაც ჩემი ენა ესმოდამაგრამ ისიც მხოლოდ იმ დროს აღმოაჩინეს როცა უკვე ლაპარაკიც აღარ შემძლო....მხოლოდ ისღა მოვიფიქრე რომ დამეწერა მისთვის უკანასკნელი სურვილი...ქვეყანაში დასვენება ვითხოვე და ექიმს 5საათის საშუალება ვთხოვე,მაგრამ მისი სახით მივხვდი რომ ეს შეუძლებელი იყო...ერთადერთი იმედი ის მგზავრი იყო,რომელმაც ჩემი გაიგო....მამაჩემი სიტყვები გამახსენდა,მაგრამ ვერ ვსაუბრობდი....მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თმქა შევძელი ბოლოს მოკრებილი ძალით:"ჩემი ქვეყნის მიწაზე დამმარხეთ"-თქო...მერე უკვე ზევიდან ვუყურებდი ამ კეთილშობილ ადამიანს,რომლმაც ჩემი ერთადერთი სურვილი აასრულა და ჩემი ქვეყნის,საქართველოს მიწას მიაბარა ჩემი სხეული...ეს არის ჩემი ხალხი,ჩემი ქვეყანა,ჩემი მიწა...მე აქ მშვიდად ვარ...

ღმერთო მიეცი ყველას საშუალება და ძალა რომ სიცოცხლე საკუთარ ქვეყანაში დაასრულოს,ეს ყველაზე ტკბილი სიკვდილი იქნება....

სანუკვარი საჩუქარი...


ვგრძნობდი რომ შენი არყოფნა მტკიოდა,სულსა და გულ მიწურავდა,გონებას მიფორიაქებდა,მაგრამ ვერაფრით შევძელი ავმდგარიყავი და უბრალოდ შენთან მოვსულიყავი,შენთვის მეთქვა თუ რაოდენ დიდია ჩემი სიყვარული,როგორ მომნატრებიხარ და როგორ მსურს ისევ ვიგრძნო შენი თმების სურნელი,შენი თვალების სიმკაცრე,შენი განსაკუთრებული,ცოტაოდენ დაბოხებული ხმა,სიცილი ,რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა სენში,მზის ამოსვლას ჰგავდა შენი სიცილი,ასევე ძლიერ მიყვარდა შენი გაბრაებაც,მერე გაბუტვა შემდეგ შემორიგება....ყველაე,ყველაზე ლამაზი ცრემლიანი თვალები,თუმცა არასოდეს იმჩნევდი ამას მაინც ვგძნობდი როდის მოგადგებოდა ცრემლები და ყელში პატარა ბურთი მოგებჯინებოდა,მერე თავს შეიკავებდი,რადგან ვერასოდეს იტანდი როცა "სუსტ" ქალად აღგიქვამდნენ...რა სასიმოვნო იყო ის პატარა "თამაში",რომელსაც ორივე ვთამაშობდით მშვიდად,აუღელვებლად,თითქოს დროისა და ყველანაირი გარემოს შეგრძნება დაკარგული გვქონდა...სასიამოვნო იყო თვალებით საუბარიც,სანამ იტყოდი მანამდეც ვიცოდი რა უნდა გეთქვა,საკმარისი იყო თვალებში ჩამეხედა და მივხვდებოდი რას ფიქრობდი...მენატრები და ეს მონატრება ტკივილში გადადის უკვე,მინდა რომ შენნაირად გაბედული ვიყო,ავდგე და მოვიდე,ყველას წავართვა შენი თავი,დაუმორჩილებლობის მიუხედავად ძლიერად ჩაგავლო ხელი და ცხრა მთას იქით წაგიყვანო,იქ სადაც ვერავინ გიპოვნის და მხოლოდ ჩემი იქნები,მარტო ჩემი,იქაც ასე მკაცრად შემომიზერდი ნეტავ?!ალბათ არა,ცოტა მაინც მოლბებოდი და იმის საშუალებას მაინც მომცემდი რომ გულში ჩამეხუტებინე ,შენი სითბო,თუ სიცივე მეგრძნო და ეგ გაყინული გული,მზერა და გრძნობები გამეთბო...ისიც კარგი იქნებოდა რომ შენნაირი ჯიუტი ვიყო,მაშინ შენივე ნათქვამებს ადვილად გავუძლებდი და შემოგეპასუხებოდი,გეტყოდი რომ შენს სიტყვებზე ძლიერი ვარ და შეგწინააღმდეგებოდი,მაგრამ რა ვქნა არ შემიძლია შენი ცრემლიანი თვალების ყურება ,მეშინია შენი სიტყვების,მეშინია იმისაც რომ სამოუდამოდ სემიძუებ და შენ თვალებში მუდამ ზიზღი იქნება აღბეჭდილი,არ მინდა გაწამო ჩემო დედოფალო,შენ ბედნიერებას იმსახურებ...

უსიყვარულოდ....


ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა,
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი,
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე.
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომანები,
ეს მარტო მე კი არ მახვევია,
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება.
უმიზნო და ცივი,
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე,
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას.
როგორც არ უნდა მიყვარდეს მაინც მარტო ვარ,
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა,
მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა.
პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი,
ჩემი ოცნება უცხოეთის ნახვით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა.
არასოდეს მყოლია გვერდით ის ვინც მე მინდოდა, მაგრამ
ვიყავი ჩუმად,
ვთვლიდი, რომ ამ ცხოვრებაში არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა, სანამ ჩემით არ მივახწევდი რამეს,
გავიზარდე და დავპატარავდი,
საოცრად დავპატარავდი.
სიყვარულის ცრემლად ვიქეცი,
იმდენად დავპატარავდი.
მაგრამ ამ დაპატარავებულსაც არ მომეცა მშვიდად ყოფნის საშუალება,
ვოცნებობდი ლოყას შევშრობოდი,
არ ვყოფილიყავი იმის ფიქრში, თუ როდის მოიწმენდდა ცრემლს მომტირალი.
სანამ ცრემლად გადავიქცეოდი,ბევრი ტკივილი ავიტანე.
თავადაც ძალიან ბევრჯერ ვიტირე.
ყველაფერი ასე დაიწყო:
გავჩდნი,
თვალებზე მეტყობოდა, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდა,
მუცლიდან ელვისებური სისწრაფით გამოვედი.
ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ღმერთმა რაღაც განსაკუთრებულისთვის გამაჩინა,
ხო და გავუჩენივარ განსაკუთრებულისთვის,
სიყვარულზე განსაკუთრებული არაფერი არ არსებობს.
მორიდებული არასოდეს ვყოფილვარ,
ამიტომ ამიტომ ყოველთვის ყველაფერი მქონდა,
ვიყავი ჩუმი და ასე გადიოდა დრო....ყველაფერი მქონდა ერთის გრად და ამიტომ ვიყავი
მომტირალი.
ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ შემხვდა გზაზე,
ჩემს თვალებზე შეყვარებულმა ერთმა ადამიანმა სასიკვდილოდაც კი გამიმეტა,
რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი საკმაოდ ცუდად დაიხურა.
იქ რაც მოხდა გარკვეულწილად მე საკუთარ თავს დავაბრალე და იგივეს განმეორების უფლებას არ ვაძლევდი.
ცოტა დრო რომ გვიდა მივხვდი ცხოვრება უნდა გამეგრძლებინა რადგან ჯერ ბავშვი ვიყავი,
ადრე გავიზარდე,
ჩემ თავში ჩავიკეტე და კარს არავის ვუღებდი.
მახსოვს იმ პერიოდში ძალიან შევიცვალე,
ხშირად ვტიროდი,
იშვიათად ვჭამდი,
ასე დაიწყო ჩემი უცნაური ცხოვრება.
მოგვიანებით, როდესაც წიგნები წავიკითხე და შევეცადე გავრკვეულიყავი რა მჭირდა ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი.
დაავადებას უსიყვარულობა ვუწოდე,
ჩემთვის ჩანაწერების კეთება დავიწყე,
ვწერდი-ვხევდი, ვწერდი-ვხევდი.
ბოლოს, როდესაც ვეღარაფერს ვაკეთებდი დავრწმუნდი, რომ არავინ მყავდა გულის არეში.
რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, ჩემგან სიყვარული უფრო შორს მიდიოდა
მთავარი ის არის, რომ ვიზრდებოდი და ვპატარავდებოდი.
კიდევ გადიოდა დრო,
ვისწავლე ყველაფრის პატიება,
ვისწავლე ადამიანის შეცვლა,
ვისწავლე თუ როგორ უნდა იცხოვრო სწორად.
მაგრამ ვერაფრით ვსწავლობდი სიყვარულს,ამდენ კარგ ადამიანს ვუყვარდი,მე კი ვერაფრით სევძელი იგივე გრძნობით მეპასუხა...თავს დამნაშავედ ვგრძნობდი...
მინდოდა ქვეყანა სიყვარულით ამევსო.
ვხვდებოდი რომ ვბერდებოდი და სერიოზულ სიყვარულს ერ ვპოულობდი...
დაბერებაზეც თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ არც ისეთი დასაკვეხნი სიბერე მექნებოდა.
მე კი ნამდვილად არ მსურდა სიბერე სადაც ყოველთვის ელოდები როდის დაღამდება, რომ გათენდეს და
როდის გათენდება, რომ ისევ დაღამდეს, როდესაც მზის დანახვაც კი აღარ განიჭებს სიამოვნებას, არა მე სიბერე არ მინდოდა.
ჩემი აზროვნებით დავიწყე ბრძოლა, რომ რაღაც შემეცვალა ცხოვრებაში,
ვეცადე რომ სხვებისთვის მაინც მეჩუქებინა საუკეთესო დღეები,ვსეირნობდით,ვმხიარულობდით,მაგრამ არ შემეძო...ვხვდებოდი რომ არ შემეძლო..
თითოეული ადამიანის ტკივილს განვიცდიდი,
გული ჩამწყდა, იმის გამო, რომ მე არ შემეძლო მყვარებოდა თითოელი მათგანი ისე როგორც მათ ვუყვარდი..., მაგრამ
გამიხარდა ის, რომ მან სიყვარული იცოდა....

ჩუმი ნაფიქრალი...


გარშემო ყველგან ქაოსია....ხმაური...საშინელი ხმაური...არა ეს ხმაური განა ქუჩაშია,მხოლოდ ჩემს გულში,ასე მითხრეს ყური დაუგდეო და ვერ ვხვდები როგორ შეიძლება დავუგდო ყური ამ ბრაგაბრუგს,ჯარისკაცების რაზმს ჰგავს გულისძგერა...დამ-დუმ..დამ-დუმ...დამ-დუმ...ერთი,მეორე,მესამე,მეოთხე...აღარ მთავრდება სადღაც უსასრულობამდე მიდის ეს ყველაფერი,მეც მივყვები თან ,ვემორჩილები....თან ვფიქრობ ,ნეტავ სად უნდა მიმიყვანოს თქო...ალბათ უსასრულობაში ,უსასრულობა როგორია ნეტავ,ადრე სადღაც გავიგონე უსასრულობა ძალიან მტკივნეულიაო,ნეტავ იმაზე უფრო დიდი ტკივილია რასაც მე ვგრძნობ?!ხანდახან მგონია რომ ვეღარ გავუძლებ ამდენს,ერთხელაც ჩემი გულიც ვერ გაუძლებს ამ საშინელ და საზიზღარ ტკივილს და გასკდება,ღმერთო გევედრები ჩემს გულს გააძლებინე,მხოლოდ ერთხელ მინდა რომ დედაჩემი ვნახო და ჩემ მიწას შევეხო,მეტს არაფერს გთხოვ,მხოლოდ მანამდე გააძლებინე სანამ ცემს მხარესი ფრთებს გავშლი და გავინავარდებ,მერე თუ გსურს მაშინვე წამიყვანე და ეს ყველაფერი სიხარულს დააბრალე...მხოლოდ ერთს ვითხოვ იქამდე მაცოცხლე სანამ მის თვალებს არ დავინახავ,ცრემლიან თვალებს და მის ხმას არ გავიგონებ:”დედიკო როგორ მომნატრებიხარ,მოდი შვილო ...”მერე კი რომ იგრძნობა თითქოს რაღაცის თქმას ლამობს,მაგრამ ვერ იტყვის და ამ სათქმელს ცრემელები გამოხატავენ...მხოლოდ ერთხელ მინდა გულში ჩამიკრაას დედამ და მერე მიმაბაროს ჩემი ქვეყნის თბილ მიწას,მაშინ ასე ძალიან აღარ ვიდარდებ,მეცოდინება რომ დამტირებელი მაინც მყავს და უპატრონოების სასაფლაოზე არ დამაგდეს....უიჰ...უცებ როგორ გავცდი რეალობას,ისევ დავუბრუნდი გულისძგერას.. დამ-დუმ,დამ-დუმ, დამ-დუმ ... ისევ გამოჩნდნენ მკაცრად მოსიარულე ჯარისკაცები,რატომღაც თითქოს მათი სახეების დანახვაც შევძელი,არა ,არა,ისინი ჩემი ქვეყნის შვილები არ იყვნენ,არა და როგორ მსურდა ერთი ქართული სახე მაინც დამენახა,დავრბოდი მათ შორის და სათითაოდ ვათვალიერებდი მათ სახეებს,არ ჩანდა ქართველი არსად,ნეტავ რატომ ვეძებდი?!ალბატ მსურდა ჩემი გულისტკივილი გამენდო და მისთვის მაინც მეთხოვა ქვეყანაში დაბრუნება.... 1,2,3,4,5,6,10,30,80,120.....რიგები მიდიოდა,ნაცნობ სახეს კი ვერ ვხვედავი...121,122,123 აი ვხედავ მე მას ვხედავ,ის ჩემიანია,ჩემი გულისტკივილი გაიგო თითქოს,ხო აშკარად ჩემიანია,როგორ მიღმის თან,ეტყობა ტვითონაც მიხვდა რომ მისიანი ვიყავი,ალბათ თვითონაც მეძებდა...ჰო,მეძებდა და მიპოვნა,ალბათ ისიც ჩემსავით გახარებულია,ამიტომ მიღიმის,მეც ავდექი და გავყევი მათ რიგებს,ვიცოდი რომ ჩემს ქვეყანაში ჩამიყვანდა....არა,მანაც მომატყუა,მივდივართ სადღაც უსასრულობისკენ,იქით საითაც გულისძგერას მივყავდი,მატაც ის გზა აირჩიეს,არა,მე არ მინდა უსასრულობაში ხეტიალი,მე ჩემი ქვეყნის მიწისა და ბალახის სუნი მწყურია...ჰეი ,შენ ქართველო შენც მომატყუე?!თუ თვითონაც მოტყუებული ხარ?ეჰ...ალბათ შენც ჩემსავით მოგატყუეს,შენც ქვეყანაში დაბრუნება გინდოდა ხომ,დაწყნარდი,ახლა მთავარია მარტო აღარ ვართ,რაღაცას მოვიფიქრებთ და დავბრუნდებით...მაგრამ რა მოვიფიქროთ?საით მიმაქანებს ეს რაზმი,მე აღარ მინდა მათთან ყოფნა,ხო არ მინდა თქვენთან,არა!!!ნუთუ არ გესმით?!არა და ისეთი სახეები ჰქონდათ აშკარა იყო არ მისმენდნენ,მე კი განწირული ხმით ვყვიროდი,არავინ მიყურებდა,გზას განაგრძობდნენ და მეც იძულებული ვიყავი მათთან ერთად წავსულიყავი ”უსასრულობაში”....

-გადაღლილი სახით,ექიმი გამოვიდა,მისი სახით ყველაფერი იყო ნათქვამი,მაგრამ თარჯიმანმა მაინც განუმარტა მოსაცდელში მყოფ ხალხს რომ მათ ყველაფერი იღონეს ,ენერგია და ძალ-ღონე არ დაიშურეს.....ყველა დაღონდა ამ ამბით და არ იცოდნენ რა უნდა ეთქვათ,ვერავინ იღებდა საკუთარ თავზე დარეკვას ქალთან ,რომელმაც მეხუთე შვილიც,ბოლო იმედიც უცხო ქვეყანას შესწირა...მხოლოდ ერთმა უცხოელმა მოიფიქრა ეკითხა ექიმისთვის პაციენტის ბოლო სურვილი შესახებ,გადაღლილ ექიმს მხოლოდ ორი სიტყვა დაემახსოვრებინა მისი ნათქვამიდან:”საქართველო”, ”დედა”.... თუმცა ეს ორი სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ მისი ბოლო სურვილი გაეგოთ...მერე იყო ქაოსი,ხმაური,ტირილი,დამქანცველი მოგზაურობა და აი საქართველოც...მუხლებზე დამხობილი,გაცრეცილი,ფერწასული,ტირილისაგან ღონეგამოცლილი დედა,რომელიც შვილის საფლავზე ჩამუხლულიყო და თითო მუჭა მიწას აყრიდა შვილს,რომლის ადგილას ყოფნასაც მთელი გულითა და სულით ნატრობდა...

" პატარა წიგნი ანუ პატარა აურზაური და ცოტაოდენი გაუგებრობა,არეულობა...."


საოცრად ადრე გამეღვიძა იმ დღეს,თან განსაკუთრებულად უხასიათოდ ვიყავი ან უფრო განსაკუთრებულად უცნაურ ხასიათზე,როგორც ყოველთვის ვიქცევი ისე მოვიქეცი დღესაც,ისევ იმ პატარა წიგნს მოვკიდე ხელი,რომელიც ყოველთვის ასე მამშვიდეს და მაწყნარებს,საოცრად მიცვლის ხოლმე ხასიათს,თუმცა დღეს ისეთი განსაკურებული შედეგი ვერ მოიტანა როგორიც სხვა დროს მოაქვს ხოლმე,რადგან ვერ მოვასწარი წიგნის ბოლომდე წაკითხვა.....წიგნს დასაწყისი აქვს საოცრად საინტერესო,მახსოვს პირველადაც ამან შემიტყუა და მას მერე ვეღარ გამოვედი მისი ტყვეობიდან,თავი ვეღარ დავაღწიე ამ აზრებს,თუმცა სასაცილოა დავაღწიე კი არა ,პირიქით-სულ ამაზე ვფიქრობდი:ქუჩაში,სახლში,ეზოში... საოცრად მაგონებდა წიგნის მთავარი გმირის ცხოვრება- ჩემს ცხოვრებას,იქნებ იმიტომ რომ ისიც ჩემნაირად მარტოსული იყო,ან იქნებ იმიტომ რომ უბრალოდ მომწონდა და მინდოდა ასე ყოფილიყო და საერთო არაფერი გვქონდა...არა,ნამდვილად გვაქვს საერთო! აი თუნდაც ჩვენი ხასიათი საოცრად ჰგვადა იმ ადამიანის ხასიათი ჩემსას,მასაც ჩემნაირად....

კარგი ,ამას მერე ვიტყვი,სულ თავიდან დავიწყოთ..მე ის მიყვარდა,ისე მიყვარდა რომ მის დანახვაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა,მაკანკალებდა...ამის გამხელას ვერასოდეს გავბედავდი,რომ არა მისი ნაბიჯი.ერთად ვმუშაობდით,უფრო სწორად ის ჩემი და ყველა დანარჩნის უფროსი იყო,თუმცა არასოდეს იყენებდა ამ სტატუსს მეგობრულად საუბრისას,უფროსი მხოლოდ სამუშაო საათებში იყო,სწორედ ამან მომხიბლა.ერთ დღეს გაუგებარი მიზეზის გამო შევედი ბიბლიოთეკაში,ალბათ ამის უფლება თავს იმიტომ მივეცი,რომ კვირა იყო და ვისვენებდი,ჩემდა გასაოცრად(თუ გასახარებლად) იქ ჩემი უფროსი დამხვდა,პირველად არ შევიმჩნიე მისი იქ ყოფნა,თუმცა თვითონვე მოვიდა ჩემთან თავაზიანად მკითხა ვინმეს ხომ არ ველოდი და ისე რომ პასუხსაც კი არ დაუცადა ჩამოჯდა ჩემს მაგიდასთან,ხმა აღარ ამოუღია კარგა ხანს,ასე უჩუმრად ჩავყურებდით ორივე წიგნს,თუმცა მანაც იცოდა და მეც ვხვდებოდი რომ წიგნი არცერთს არ გვაინტერესებდა,უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმ პატარა წიგნზე მეფიქრა,რომელის დასაწყისმაც საოცრად მომხიბლა,ისევე როგორც გვერდზე მჯდომმა მამაკაცმა...ალბათ, ნახევარი საათი მაინც ვისხედით ასე უჩუმრად,მთელი სულითა და გულით მინდოდა რამე მეთქვა ,მაგრამ რაღაც მაკავებდა,მარწუხებში მიქცევდა,არ მაძლევდა თავის გათავისუფლების საშუალებას....ძალას მოვიკრებდი რომ საუბარი წამომეწყო,მაგრამ ის სწორედ ამ დროს გადაფურცლავდა ლამაზყდიან წიგნს,მეც გადავწყვიტე ბედს დავმორჩილებოდი და ჩემი პატარა წიგნის კითხვას შევუდექი.....

ნამდვილად არ ვიცი რამდენი დრო გავიდა შემდეგ,სიმართლე რომ ვთქვა აღარც მაინტერესებდა ეს,არც მისკენ გამიხედავს,იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს წიგნი ჩემთვის...ავტორი ფაქიზად საუბრობდა იმ ადამიანის გრძნობებზე,რომელსაც მხოლოდ ერთხელ შეუყვარდა და ისიც სიცოცხლის მიწურულს რამხელა დარდი და სევდა იყო ჩადებული მის ყველა სიტყვაში ვერაფრით გადმოვცემ,განცდები ქალისა ,რომელიც ებრძოდა სიკვდილს და არამარტო მას,ყველაზე დიდი ბრძოლა მას სიყვარულთან ჰქონდა,მხოლოდ ბოლო წლები კი არა სულ ასე იბრძოდა,არც ერთი ნებდებოდა ამ ბრძოლაში და არც მეორე,მხოლოდ ერთხელ დანებდა სიყვარული და დათმო,გაიმეტა თავი ქალისთვის,რომელმაც 40წელი გაატარა ქმართან მხოლოდ იმის გამო,რომ მან ბრძოლის ველზე ძმა გადაურჩინა,ეს არ იყო ანგარებიანი ქორწინება,არც ებრალებოდა ქალს მომავალი მეუღლე,არც მადლიერების გამო მოხდა ასე,უბრალოდ ქალს სურდა ბედნიერება შეეგრძნო,მობეზრებოდა სიყვარულთან ჭიდილი,მასთან თამაში,ახლა სურდა მისით დამტკბარიყო,თუმცა ტკბობა მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა და საბოლოოდ მიხვდა რომ ხელში ერთი ბებერი ,ბუზღუნა მოხუცი შერჩა,რომლის მიმართ აღარც სიბრალული შერჩენოდა და არც სხვა გრძნობა,მხოლოდ ერთზე ფიქრობდა ქალი....ერთი სული ჰქონდა მისი მარწუხებიდან განთავისუფლებულიყო,მაგრამ მისი ხსნის გზა არსად ჩანდა...რაც დრო გადიოდა ქალი ჭკნებოდა ,კვდებოდა და აღარც ფიქრობდა ქმრის მიტოვებაზე,ყველაფერს აზრი დაჰკარგოდა,მთელი დღე მხოლოდ 3რამ ესმოდა: ”მშია”, ”მწყურია”, ”მომეხმარე ადგომაში” ...ამ სამი ფრაზის გარდა თითქმის არაფერი ისმოდა სახლში,შვილები არ ჰყავდათ რომ სახლი ხმაურით მოეცვათ,მეზობლებს არ იცნობდნენ,აა თუმცა კი ლანა- მისი მეზობელი ქალი ,რომელიც თვეში ერთხელ შემოივლიდა,რომ დარწმუნებულიყო ცოცხლები იყვნენ თუ არა....ნათესავებიც ვინ?!სულ რამდენიმე ,რომლებიც წელიწადში ერთხელ რეკავდნენ ისიც მხოლოდ მაშინ თუ გაახსენდებოდათ რომელიმეს დაბადების დღე ...ერთადერთი პიროვნება ,რომელიც ყოველ თვე ერთსა და იმავე დღეს მოდიოდა ჩვენ სანახავად -ფოსტალიონი იყო,ჰმ...არ გეგონოთ წერილები მოჰქონდა,არა!ინვალიდობის გამო ქმრის პენსია სახლში მოჰქონდა...ეს იყო მთელი 40წელი,მეორმოცე წელს კი დიდხანს ნაწვალები მიეახლა უფალს.მთელი ცხოვრების ნაგროვები ფულით დავასაფლავე და ყველაფერი ისე გავაკეთე ,როგორც ეკუთვნოდა,არაფერი დამიკლია,მხოლოდ ერთი რამ აკლდა და ეს ერთი ჩემი დარდი იყო,რომელიც არც ისე მაწუხებდა,ვგრძნობდი რომ გულიდან მძიმე ლოდი და ბორკილები მომეშვა,გამათავისუფლა მარწუხებიდან,სასაფლაოდან მოვდიოდი თუ მოვფრინავდი ვერ ვგრძნობდი ვეღარანაირ დარდს და აღარც ისეთი დაძაბული და განერვიულებული ვიყავი,როგორც ეს მუდამ იყო...არა,არ იფიქროთ რომ მისმა გარდაცვალებამ გამახარა,ასე ნამდვილად არ არის,უბრალოდ თავისუფლება მიხაროდა,მიხაროდა 17 წლის გოგოსავით,როდესაც პირველად გამგზავნა მამამ უცხოეთში.იქიდან დაბრუნების მერე მთელი ჩემი ცხოვრება ერთ სიტყვაში შეიძლება მოაქციო: ”უაზრო” ,მართლაც უაზროდ გაიარა ამ ცხოვრებამ,წამით ისიც გავიფიქრე ჯერ ხომ გვიან არ არის თქო,მე ჩემი გარდაცვლილი ქმარივით ვლაპარაკობდი...და რატომ შეიძლება გვიან იყოს?მე ხომ არც ისეთი ბებერი ვარ?და რატომ ვიფიქრე ნეტავ ეს?რა შუაშია არც ისეთი ბებერი ვარ?!რატომ სხვა რამე არ გავიფიქრე?!ან იქნებ კიდევ ვფიქრობ და ვოცნებობ იმ გრძნობ

კითხვა ბიბლიოთეკარმა შემაწყვეტინა და შემატყობინა ,რომ ბიბლიოთეკა უნდა დაეკეტა..მაშინვე გვერდით გადავიხედე და აღარსად ჩანდა ჩემი უფროსი,ეტყობა არც ისეთი საინტერესო წიგნი ჰქონდა ან უბრალოდ დაიღალა და წავიდა-გავიფიქრე და გამიკვირდა არ გამიმტყუნებია მისი ეს საქციელი,რატომღაც მის ადგილზე წარმოვიდგინე თავი და წამოსადგომად მოვემზადე,როდესაც უცხო მამაკაცის ხმა მომესმა,თუმცა უცხო ნამდვილად არ იყო,ის უბრალოდ სხვა მაგიდასთან გადამჯდარა ,წიგნები ჩავაბარეთ ორივემ და გარეთ გამოვედით,ძალიან მესიამოვნა ცივი ჰაერი,თითქოს გემო გავუსინჯე და ძალიან გემრიელი მომეჩვენა....გავლა მომინდა,მინდოდა ფრენა შემძლებოდა,მაგრამ მაშინვე დავეშვი მიწაზე,ოცნებებს თავი დავაღწიე,ყველა ძალა მოვიკრიბე და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე საუბარი გამება მეგზურთან,რომელიც ახლა არც ისე გრუბი და შეუვალი ჩანდა ,როგორც აქამდე მეჩვენებოდა..ამ აზრმა გამახარა და იმ წიგნზე დავიწყე ლაპარაკი,მაგრამ....სიტყვის თქმაც არ მაცალა,ისეთი სისწრაფით მოიქცია ჩემი ხელები თავის დიდ და მოზრდილ ტორებში,თვალებში ჩამხედა და ....რამენხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები არც მახსოვს,მის სითბოს ვგრძნობდი და ეს მსიამოვნებდა,ისე ვიყავი,როგორც მერცხალი საკუთარ ბუდეში,ის არ ჩუმდებოდა და აგრძელებდა საუბარს,მიყვებოდა თუ რაოდენ დიდია მისი გრძნობა და რა იგრძნო პირველი დანახვისას...მე კი უჩუმრად მივყვებოდი თითქოს სპეციალურად ჩემთვის ”შეკვეთილ კალაპოტს”...რატომღაც უცებ ის წიგნი გამახსენდა,თითქოს ვცდილობდი ამ ქალის ცხოვრება ჩემი ცხოვრებისთვის დამეკავშირებინა ,არა და არაფერი იყო მსგავსება...ცოტა ხანში საკუთარი თავი დავარწმუნე იმაში,რომ ეს მხოლოდ შიში იყო,შიში-დიდი ურთიერთობისა და გრძნობებისა,რომელიც აქამდე არავის მიმართ არ გამჩენია (თანაც ამხელა დოზით).კვლავ გავინაბე,ჩემს აზრებს თავი დავაღწიე და მის ხავერდოვან ხმას დავუგდე ყური,რა სასიამოვნო იყო მისი მოსმენა,იმ წუთს მინდოდა ყველაფერი გაჩერებულიყო და ასე დავრჩენილიყავით დიდხანს,ძალიან დიდხანს...სახლში მიმაცილა და თვითონაც გზას გაუყვა,მკაცრი დიდი ნაბიჯებით მიდიოდა,ისიც კი გავიფიქრე ახლა დავუძახებ ,უკან მოვაბრუნებ და ჩავეხუტები თქო,თუმცა მივხვდი ეს ”ბავშვური” საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან,ამიტომ თავი შევიკავე,ნერვები მოვთოკე და უხმოდ დავემორჩილე ბედს..

ღამე არ მეძინებოდა,ვფიქრობდი....მასზე,იმ წიგნის დასასრულზე,მომდევნო დღეზე,ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა მისთვის,როდესაც სამსახურში მოვკრავდი თვალს,არ ვიცოდი ვინმესთვის უნდა მეთქვა ეს ამბავი თუ უნდა დამემალა..ამ ფიქრებში ჩამეძინა და თვალი რომ გავახილე 9საათი იყო უკვე,მხოლოდ იმის გაფიქრება მოვასწარი რომ სამსახურში მაგვიანდებოდა და სასწრაფოდ წამოვვარდი საწოლიდან,ასეთი სიხარულითა და მხიარულებით არასოდეს ჩამიცვამს ტანსაცმელი,ყავის დალევაც ვერ მოვასწარი ისე გავვარდი სახლიდან,ერთი სული მქონდა როდის ვიხილავდი მას,როდის გამიმეორებდა იმ სიტყვებს და მაგრძნობინებდა სხეულის სითბოს..

ამხელა ტკივილი არასოდეს მიგრძვნია,მერჩივნა მის მაგივრად მე მოვეკალი იმ მანქანას,მისი დასახიჩრებული სხეულის ყურება არ შემეძლო,ამიტომ სასწრაფოდ მოვშორდი იმ გარემოს,საავადმყოფოს სუნი უფრო მაღიზიანებდა,გონებას მაკარგვინებდა და ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა,თუმცა არც მინდოდა მეფიქრა,არავიტარი სურვილი არ მქონდა რომ მეფიქრა,რაზე მეფიქრა?ვისზე მეფიქრა?რატომ მეფიქრა?!გარეთ გამოვედი და გუსინდელის მსგავბსად ვიგრძენი ჰაერის სუნი,მაგრამ ეს ჰაერი აღარ იყო არც ისე სასიამოვნო,არც ისეთი გემრიელი,თითქოს ტალახი შერეოდა ყველაფერს: ჰაერსაც,მზესაც,ცასაც,მეც,ყველას ტალახის სუნი ჰქონდა,ზიზღი მიპყრობდა...რატომღაც წიგნის გმირი გამახსენდა,ახლა მეც მასავით საოცარ თავისუფლებას ვგრძ§ობდი,მაგრამ ეს თავისუფლება არ იყო სიხარულის მომტანი,პირიქით ყველა სევდა და დარდი იდო ამ თავისუფლებაში..გულს მირევდა ,თავს მატკიებდა და გონებას მაკარგინებდა ეს თავისუფლება,თუმცა ერთი წამით ისიც გავიფიქრე მე ჯერ ხომ არც ისეთი ასაკიანი ვარ ,რომ აღარავის მოვეწონო თქო..რატომ?!რატომ მომივიდა ეს აზრი თავში?!რატომ გავიფიქრე ეს?!იქნებ მე

კითხვა გამაწყვეტინა დედამ და ადგომა მთხოვა,რადგან უკვე მაგიანდებოდა...კიდევ ერთხელ ვერ მოვასწარი ჩემი პატარა წიგნის ბოლომდე ჩაკითხვა ,საოცარია და თითქმის ყოველთვის ამ ადგილზე ვჩერდები,ხანდახან ისიც მიფიქრია ალბათ ასე იმიტომ ხდება რომ ყველა ადამიანმა თვითონ უნდა დაასრულოს ეს ”წიგნი-წიგნში”(ასე ვეძახი მე მას) ალბათ,ავტორს სურს რომ ამაზე ვიფიქროთ,ვიფიქროთ...და რადგან ყველას სხვადასხვაგვარი აზრი გვაქვს ისე დავასრულოთ როგორც თითოეულს გვსურს...