Friday, May 23, 2008

" პატარა წიგნი ანუ პატარა აურზაური და ცოტაოდენი გაუგებრობა,არეულობა...."


საოცრად ადრე გამეღვიძა იმ დღეს,თან განსაკუთრებულად უხასიათოდ ვიყავი ან უფრო განსაკუთრებულად უცნაურ ხასიათზე,როგორც ყოველთვის ვიქცევი ისე მოვიქეცი დღესაც,ისევ იმ პატარა წიგნს მოვკიდე ხელი,რომელიც ყოველთვის ასე მამშვიდეს და მაწყნარებს,საოცრად მიცვლის ხოლმე ხასიათს,თუმცა დღეს ისეთი განსაკურებული შედეგი ვერ მოიტანა როგორიც სხვა დროს მოაქვს ხოლმე,რადგან ვერ მოვასწარი წიგნის ბოლომდე წაკითხვა.....წიგნს დასაწყისი აქვს საოცრად საინტერესო,მახსოვს პირველადაც ამან შემიტყუა და მას მერე ვეღარ გამოვედი მისი ტყვეობიდან,თავი ვეღარ დავაღწიე ამ აზრებს,თუმცა სასაცილოა დავაღწიე კი არა ,პირიქით-სულ ამაზე ვფიქრობდი:ქუჩაში,სახლში,ეზოში... საოცრად მაგონებდა წიგნის მთავარი გმირის ცხოვრება- ჩემს ცხოვრებას,იქნებ იმიტომ რომ ისიც ჩემნაირად მარტოსული იყო,ან იქნებ იმიტომ რომ უბრალოდ მომწონდა და მინდოდა ასე ყოფილიყო და საერთო არაფერი გვქონდა...არა,ნამდვილად გვაქვს საერთო! აი თუნდაც ჩვენი ხასიათი საოცრად ჰგვადა იმ ადამიანის ხასიათი ჩემსას,მასაც ჩემნაირად....

კარგი ,ამას მერე ვიტყვი,სულ თავიდან დავიწყოთ..მე ის მიყვარდა,ისე მიყვარდა რომ მის დანახვაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა,მაკანკალებდა...ამის გამხელას ვერასოდეს გავბედავდი,რომ არა მისი ნაბიჯი.ერთად ვმუშაობდით,უფრო სწორად ის ჩემი და ყველა დანარჩნის უფროსი იყო,თუმცა არასოდეს იყენებდა ამ სტატუსს მეგობრულად საუბრისას,უფროსი მხოლოდ სამუშაო საათებში იყო,სწორედ ამან მომხიბლა.ერთ დღეს გაუგებარი მიზეზის გამო შევედი ბიბლიოთეკაში,ალბათ ამის უფლება თავს იმიტომ მივეცი,რომ კვირა იყო და ვისვენებდი,ჩემდა გასაოცრად(თუ გასახარებლად) იქ ჩემი უფროსი დამხვდა,პირველად არ შევიმჩნიე მისი იქ ყოფნა,თუმცა თვითონვე მოვიდა ჩემთან თავაზიანად მკითხა ვინმეს ხომ არ ველოდი და ისე რომ პასუხსაც კი არ დაუცადა ჩამოჯდა ჩემს მაგიდასთან,ხმა აღარ ამოუღია კარგა ხანს,ასე უჩუმრად ჩავყურებდით ორივე წიგნს,თუმცა მანაც იცოდა და მეც ვხვდებოდი რომ წიგნი არცერთს არ გვაინტერესებდა,უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმ პატარა წიგნზე მეფიქრა,რომელის დასაწყისმაც საოცრად მომხიბლა,ისევე როგორც გვერდზე მჯდომმა მამაკაცმა...ალბათ, ნახევარი საათი მაინც ვისხედით ასე უჩუმრად,მთელი სულითა და გულით მინდოდა რამე მეთქვა ,მაგრამ რაღაც მაკავებდა,მარწუხებში მიქცევდა,არ მაძლევდა თავის გათავისუფლების საშუალებას....ძალას მოვიკრებდი რომ საუბარი წამომეწყო,მაგრამ ის სწორედ ამ დროს გადაფურცლავდა ლამაზყდიან წიგნს,მეც გადავწყვიტე ბედს დავმორჩილებოდი და ჩემი პატარა წიგნის კითხვას შევუდექი.....

ნამდვილად არ ვიცი რამდენი დრო გავიდა შემდეგ,სიმართლე რომ ვთქვა აღარც მაინტერესებდა ეს,არც მისკენ გამიხედავს,იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს წიგნი ჩემთვის...ავტორი ფაქიზად საუბრობდა იმ ადამიანის გრძნობებზე,რომელსაც მხოლოდ ერთხელ შეუყვარდა და ისიც სიცოცხლის მიწურულს რამხელა დარდი და სევდა იყო ჩადებული მის ყველა სიტყვაში ვერაფრით გადმოვცემ,განცდები ქალისა ,რომელიც ებრძოდა სიკვდილს და არამარტო მას,ყველაზე დიდი ბრძოლა მას სიყვარულთან ჰქონდა,მხოლოდ ბოლო წლები კი არა სულ ასე იბრძოდა,არც ერთი ნებდებოდა ამ ბრძოლაში და არც მეორე,მხოლოდ ერთხელ დანებდა სიყვარული და დათმო,გაიმეტა თავი ქალისთვის,რომელმაც 40წელი გაატარა ქმართან მხოლოდ იმის გამო,რომ მან ბრძოლის ველზე ძმა გადაურჩინა,ეს არ იყო ანგარებიანი ქორწინება,არც ებრალებოდა ქალს მომავალი მეუღლე,არც მადლიერების გამო მოხდა ასე,უბრალოდ ქალს სურდა ბედნიერება შეეგრძნო,მობეზრებოდა სიყვარულთან ჭიდილი,მასთან თამაში,ახლა სურდა მისით დამტკბარიყო,თუმცა ტკბობა მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა და საბოლოოდ მიხვდა რომ ხელში ერთი ბებერი ,ბუზღუნა მოხუცი შერჩა,რომლის მიმართ აღარც სიბრალული შერჩენოდა და არც სხვა გრძნობა,მხოლოდ ერთზე ფიქრობდა ქალი....ერთი სული ჰქონდა მისი მარწუხებიდან განთავისუფლებულიყო,მაგრამ მისი ხსნის გზა არსად ჩანდა...რაც დრო გადიოდა ქალი ჭკნებოდა ,კვდებოდა და აღარც ფიქრობდა ქმრის მიტოვებაზე,ყველაფერს აზრი დაჰკარგოდა,მთელი დღე მხოლოდ 3რამ ესმოდა: ”მშია”, ”მწყურია”, ”მომეხმარე ადგომაში” ...ამ სამი ფრაზის გარდა თითქმის არაფერი ისმოდა სახლში,შვილები არ ჰყავდათ რომ სახლი ხმაურით მოეცვათ,მეზობლებს არ იცნობდნენ,აა თუმცა კი ლანა- მისი მეზობელი ქალი ,რომელიც თვეში ერთხელ შემოივლიდა,რომ დარწმუნებულიყო ცოცხლები იყვნენ თუ არა....ნათესავებიც ვინ?!სულ რამდენიმე ,რომლებიც წელიწადში ერთხელ რეკავდნენ ისიც მხოლოდ მაშინ თუ გაახსენდებოდათ რომელიმეს დაბადების დღე ...ერთადერთი პიროვნება ,რომელიც ყოველ თვე ერთსა და იმავე დღეს მოდიოდა ჩვენ სანახავად -ფოსტალიონი იყო,ჰმ...არ გეგონოთ წერილები მოჰქონდა,არა!ინვალიდობის გამო ქმრის პენსია სახლში მოჰქონდა...ეს იყო მთელი 40წელი,მეორმოცე წელს კი დიდხანს ნაწვალები მიეახლა უფალს.მთელი ცხოვრების ნაგროვები ფულით დავასაფლავე და ყველაფერი ისე გავაკეთე ,როგორც ეკუთვნოდა,არაფერი დამიკლია,მხოლოდ ერთი რამ აკლდა და ეს ერთი ჩემი დარდი იყო,რომელიც არც ისე მაწუხებდა,ვგრძნობდი რომ გულიდან მძიმე ლოდი და ბორკილები მომეშვა,გამათავისუფლა მარწუხებიდან,სასაფლაოდან მოვდიოდი თუ მოვფრინავდი ვერ ვგრძნობდი ვეღარანაირ დარდს და აღარც ისეთი დაძაბული და განერვიულებული ვიყავი,როგორც ეს მუდამ იყო...არა,არ იფიქროთ რომ მისმა გარდაცვალებამ გამახარა,ასე ნამდვილად არ არის,უბრალოდ თავისუფლება მიხაროდა,მიხაროდა 17 წლის გოგოსავით,როდესაც პირველად გამგზავნა მამამ უცხოეთში.იქიდან დაბრუნების მერე მთელი ჩემი ცხოვრება ერთ სიტყვაში შეიძლება მოაქციო: ”უაზრო” ,მართლაც უაზროდ გაიარა ამ ცხოვრებამ,წამით ისიც გავიფიქრე ჯერ ხომ გვიან არ არის თქო,მე ჩემი გარდაცვლილი ქმარივით ვლაპარაკობდი...და რატომ შეიძლება გვიან იყოს?მე ხომ არც ისეთი ბებერი ვარ?და რატომ ვიფიქრე ნეტავ ეს?რა შუაშია არც ისეთი ბებერი ვარ?!რატომ სხვა რამე არ გავიფიქრე?!ან იქნებ კიდევ ვფიქრობ და ვოცნებობ იმ გრძნობ

კითხვა ბიბლიოთეკარმა შემაწყვეტინა და შემატყობინა ,რომ ბიბლიოთეკა უნდა დაეკეტა..მაშინვე გვერდით გადავიხედე და აღარსად ჩანდა ჩემი უფროსი,ეტყობა არც ისეთი საინტერესო წიგნი ჰქონდა ან უბრალოდ დაიღალა და წავიდა-გავიფიქრე და გამიკვირდა არ გამიმტყუნებია მისი ეს საქციელი,რატომღაც მის ადგილზე წარმოვიდგინე თავი და წამოსადგომად მოვემზადე,როდესაც უცხო მამაკაცის ხმა მომესმა,თუმცა უცხო ნამდვილად არ იყო,ის უბრალოდ სხვა მაგიდასთან გადამჯდარა ,წიგნები ჩავაბარეთ ორივემ და გარეთ გამოვედით,ძალიან მესიამოვნა ცივი ჰაერი,თითქოს გემო გავუსინჯე და ძალიან გემრიელი მომეჩვენა....გავლა მომინდა,მინდოდა ფრენა შემძლებოდა,მაგრამ მაშინვე დავეშვი მიწაზე,ოცნებებს თავი დავაღწიე,ყველა ძალა მოვიკრიბე და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე საუბარი გამება მეგზურთან,რომელიც ახლა არც ისე გრუბი და შეუვალი ჩანდა ,როგორც აქამდე მეჩვენებოდა..ამ აზრმა გამახარა და იმ წიგნზე დავიწყე ლაპარაკი,მაგრამ....სიტყვის თქმაც არ მაცალა,ისეთი სისწრაფით მოიქცია ჩემი ხელები თავის დიდ და მოზრდილ ტორებში,თვალებში ჩამხედა და ....რამენხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები არც მახსოვს,მის სითბოს ვგრძნობდი და ეს მსიამოვნებდა,ისე ვიყავი,როგორც მერცხალი საკუთარ ბუდეში,ის არ ჩუმდებოდა და აგრძელებდა საუბარს,მიყვებოდა თუ რაოდენ დიდია მისი გრძნობა და რა იგრძნო პირველი დანახვისას...მე კი უჩუმრად მივყვებოდი თითქოს სპეციალურად ჩემთვის ”შეკვეთილ კალაპოტს”...რატომღაც უცებ ის წიგნი გამახსენდა,თითქოს ვცდილობდი ამ ქალის ცხოვრება ჩემი ცხოვრებისთვის დამეკავშირებინა ,არა და არაფერი იყო მსგავსება...ცოტა ხანში საკუთარი თავი დავარწმუნე იმაში,რომ ეს მხოლოდ შიში იყო,შიში-დიდი ურთიერთობისა და გრძნობებისა,რომელიც აქამდე არავის მიმართ არ გამჩენია (თანაც ამხელა დოზით).კვლავ გავინაბე,ჩემს აზრებს თავი დავაღწიე და მის ხავერდოვან ხმას დავუგდე ყური,რა სასიამოვნო იყო მისი მოსმენა,იმ წუთს მინდოდა ყველაფერი გაჩერებულიყო და ასე დავრჩენილიყავით დიდხანს,ძალიან დიდხანს...სახლში მიმაცილა და თვითონაც გზას გაუყვა,მკაცრი დიდი ნაბიჯებით მიდიოდა,ისიც კი გავიფიქრე ახლა დავუძახებ ,უკან მოვაბრუნებ და ჩავეხუტები თქო,თუმცა მივხვდი ეს ”ბავშვური” საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან,ამიტომ თავი შევიკავე,ნერვები მოვთოკე და უხმოდ დავემორჩილე ბედს..

ღამე არ მეძინებოდა,ვფიქრობდი....მასზე,იმ წიგნის დასასრულზე,მომდევნო დღეზე,ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა მისთვის,როდესაც სამსახურში მოვკრავდი თვალს,არ ვიცოდი ვინმესთვის უნდა მეთქვა ეს ამბავი თუ უნდა დამემალა..ამ ფიქრებში ჩამეძინა და თვალი რომ გავახილე 9საათი იყო უკვე,მხოლოდ იმის გაფიქრება მოვასწარი რომ სამსახურში მაგვიანდებოდა და სასწრაფოდ წამოვვარდი საწოლიდან,ასეთი სიხარულითა და მხიარულებით არასოდეს ჩამიცვამს ტანსაცმელი,ყავის დალევაც ვერ მოვასწარი ისე გავვარდი სახლიდან,ერთი სული მქონდა როდის ვიხილავდი მას,როდის გამიმეორებდა იმ სიტყვებს და მაგრძნობინებდა სხეულის სითბოს..

ამხელა ტკივილი არასოდეს მიგრძვნია,მერჩივნა მის მაგივრად მე მოვეკალი იმ მანქანას,მისი დასახიჩრებული სხეულის ყურება არ შემეძლო,ამიტომ სასწრაფოდ მოვშორდი იმ გარემოს,საავადმყოფოს სუნი უფრო მაღიზიანებდა,გონებას მაკარგვინებდა და ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა,თუმცა არც მინდოდა მეფიქრა,არავიტარი სურვილი არ მქონდა რომ მეფიქრა,რაზე მეფიქრა?ვისზე მეფიქრა?რატომ მეფიქრა?!გარეთ გამოვედი და გუსინდელის მსგავბსად ვიგრძენი ჰაერის სუნი,მაგრამ ეს ჰაერი აღარ იყო არც ისე სასიამოვნო,არც ისეთი გემრიელი,თითქოს ტალახი შერეოდა ყველაფერს: ჰაერსაც,მზესაც,ცასაც,მეც,ყველას ტალახის სუნი ჰქონდა,ზიზღი მიპყრობდა...რატომღაც წიგნის გმირი გამახსენდა,ახლა მეც მასავით საოცარ თავისუფლებას ვგრძ§ობდი,მაგრამ ეს თავისუფლება არ იყო სიხარულის მომტანი,პირიქით ყველა სევდა და დარდი იდო ამ თავისუფლებაში..გულს მირევდა ,თავს მატკიებდა და გონებას მაკარგინებდა ეს თავისუფლება,თუმცა ერთი წამით ისიც გავიფიქრე მე ჯერ ხომ არც ისეთი ასაკიანი ვარ ,რომ აღარავის მოვეწონო თქო..რატომ?!რატომ მომივიდა ეს აზრი თავში?!რატომ გავიფიქრე ეს?!იქნებ მე

კითხვა გამაწყვეტინა დედამ და ადგომა მთხოვა,რადგან უკვე მაგიანდებოდა...კიდევ ერთხელ ვერ მოვასწარი ჩემი პატარა წიგნის ბოლომდე ჩაკითხვა ,საოცარია და თითქმის ყოველთვის ამ ადგილზე ვჩერდები,ხანდახან ისიც მიფიქრია ალბათ ასე იმიტომ ხდება რომ ყველა ადამიანმა თვითონ უნდა დაასრულოს ეს ”წიგნი-წიგნში”(ასე ვეძახი მე მას) ალბათ,ავტორს სურს რომ ამაზე ვიფიქროთ,ვიფიქროთ...და რადგან ყველას სხვადასხვაგვარი აზრი გვაქვს ისე დავასრულოთ როგორც თითოეულს გვსურს...

No comments: